
სიახლე: 3 წლიანი გარანტია
6 აპრილი, 2026
DEWALT® ენდობა საკუთარი პროდუქციის ხარისხს, დარწმუნებულია მის საიმედოობაში და ამიტომ მომხმარებლებს 3 წლიან გარანტიას სთავაზობს.
3 წლიანი გარანტია ვრცელდება ელექტრო და აკუმულატორული ინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტზე ( გარდა ბატარეებისა და დამტენებისა )
სამ წლიანი გარანტიის მისაღებად, საჭიროა პროდუქტის რეგისტრაცია, შეძენიდან 4 კვირის განმავლობაში, ვებ გვერდზე https://cee.dewalt.global/my-dewalt.
თქვენი ხელსაწყოს რეგისტრაციის შემდეგ, ამობეჭდეთ 3 წლიანი საგარანტიო სერტიფიკატი რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ მისი სერვის ცენტრში წარდგენა მოთხოვნისას.


